„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების სეზონის ბოლო მატჩი შინ „ლეჩესთან“ უგოლო ფრით დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. „ნაპოლიმ“ 53 ქულით 20 გუნდში მე-10 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროთასებზე ვერ იასპარეზებს.
23 წლის კვარაცხელიამ განვლილ სეზონსი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





