პოჩეტინო ლონდონის „ჩელსიდან“ გაუშვეს

0
45

მაურისიო პოჩეტინო ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 52 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა და „ჩელსიმ“ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ინგლისურ კლუბში დააზუსტეს, რომ ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე მეტ კომენტარს არ გააკეთებდნენ.
პოჩეტინო ლონდონელებს გასული წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა და „ჩელსიმ“ 2023-2024 წლის სეზონი ინგლისის პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე დაასრულა.
„ჩელსიმდე“ პოჩეტინო „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემს“ და „პარი სენ ჟერმენს|“ ავარჯიშებდა,
ლაშა თაბაგარი