არგენტინის შემადგენლობა კოპა ამერიკისთვის

0
68

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონომ ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა.
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხერონიმო რული (აიაქსი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).
მცველები: გონსალო მონტიელი (ნოტინგემ ფორესტი), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), კრისტიანო რომერო (ტოტენჰემი), ხერმან პეცელა (ბეტისი), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი), მარკოს აკუნია (სევილია), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), ვალენტინ ბარკო (ბრაიტონი).
ნახევარმცველები: გვიდო როდრიგესი (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (რომა), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), როდრიგო დე პოლი (ატლეტიკო), ეზეკილ პალასიოსი (ბაიერი, ლევერკუზენი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ჯოვანი ლო ჩელსო (ტოტენჰემი).
თავდამსხმელები: ანხელ დი მარია (ბენფიკა), ვალენტინ კარბონი (მონცა), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი).
სკალონის სიაში 29 ფეხბურთელია და ჩამონათვალს 3 მოთამაშე გამოაკლდება. არგენტინელები A ჯგუფში კანადას, ჩილეს და პერუს შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი