რობინ ვან პერსი ნიდერლანდების ერედივიზიონში მოასპარეზე „ჰერენვენს“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 40 წლის ექსფორვარდმა „ჰერენვენთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მანამდე, ვან პერსის მთავარი მწვრთნელის რანგში არვერთი პროფესიონალური გუნდი გაუწვრთნის. ის 2019 წელს კარიერის დასრულების შემდეგ როტერდამის „ფეინოორდის“ ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





