ისკო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

0
31

სევილიის „ბეტისის“ შემტევი ნახევარმცველი ისკო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს. ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ლას პალმასთან“ (2:2) მატჩის დროს, 32 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის წვივის ძვალი მოტყდა.
„ყველაფერი რთულადაა“ – განუცხადა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს, როდესაც სამედიცინო ცენტრი ყავარჯნებით დატოვა.
ისკო ესპანეთის ეროვნული გუნდის წინასწარ განაცხადში იყო ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში ჩატარდება. ის „ფურია როხას“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 38 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი