“ფონდი ქართუ” ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონს გადასცემს

0
40

საერთაშორისო საქველმოქმედო “ფონდი ქართუ” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონ ლარს გადასცემს.
“საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.
სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.
გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“ – ნათქვამია “ფონდი ქართუს” განცხადებაში.
ლაშა თაბაგარი