“კოლხეთში” კვირკველია წიტაიშვილმა შეცვალა

0
52

ფოთის “კოლხეთი” მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი გუნდი აღმოჩნდა, რომელშიც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. დათო კვირკველია, რომლის ხელმძღვანელობით ფოთელები გასულ წელს ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდნენ თანამდებობიდან დაითხოვეს. მისი ადგილი კლიმენტი წიტაიშვილმა დაიკავა, რომელიც მანამდე “კოლხეთში” კვირკველიას თანაშემწე იყო. კვირკველიას გაშვება უცნაურია, რადგან ფოთელები 10 ქულით 10 გუნდში მე-6 ადგილზე არიან და ბოლო ტურში მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოსთან” 2:2 ითამაშეს, არადა, მატჩის მსვლელობის დროს 0:2 აგებდნენ.
ლაშა თაბაგარი