ლიდერმა მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

0
41

თბილისის „იბერიამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის მოგების შემდეგ, მეორე წრეც გამარჯვებით დაიწყო. მე-10 ტურის პირველ სათამაშო დღეს გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი „თელავს“ ეწვია და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მე-19 წუთზე გიორგი კოხრეიძემ მასპინძლების საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა – 0:1.
51-ე წუთზე თბილისელთა ნიდერლანდელმა მცველმა დერეკ აგიაკვამ თავისი ნახევრდიან გრძელი პასი გააკეთა  შეიკნე სილას მისამართით, რომელთან ორთაბრძოლის დროს სომეხი მცველი არტურ კარტაშიანი შეცდა და საჯარიმოში შესულმა მალელმა ფორვარდა პასი გიზო მამაგეიშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა- 0:2.
58-ე წუთზე თელაველთა კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ თავის საჯარიმოში გიზო მამაგეიშვილი წააქცია და მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც შოთა ნონიკაშვილმა გამოიყენა – 0:3.
„იბერია“ 25 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო რუსი იგორ ვასილენკოს გაწვრთნილი „თელავი“ 10 ქულით მეექვსეა.
თელავი 0:3 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი