„ბაიერმა“ ევროპის ტოპ ლიგების რეკორდი დაამყარა

0
44

ლევერკუზენის „ბაიერმა“ ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით ევროპის ტოპ 5 ლიგის რეკორდი დაამყარა. ხაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა ევროპა ლიგის 1/4-ფინალის საპასხუო შეხვედრა სტუმრად ლონდონის „ვესტ ჰემთან“ 1:1 დასრულდა. ამრიგად, გერმანული გუნდი ყველა ტურნირში მიჯრით 44 თამაში არ დამარცხებულა – 38 გამარჯვება და 6 ფრე.
„ბაიერმა“ ტურინის „იუვენტუსის“ რეკორდი მოხსნა, რომელმაც 2011-2012 წლების სეზონში ზედიზედ 43 შეხვედრა არ წააგო.
„ბაიერმა“ არსებობის ისტორიაში პირველად წელს გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო. გარდა ამისა, ხაბი ალონსოს გუნდი გერმანიის თასის ფინალშია და ასევე, ევროპა ლიგის მოგების შანსიც აქვს.
ლაშა თაბაგარი