ხიზანიშვილმა მალტის ტურნირისთვის შემადგენლობა შეარჩია

0
69

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს. ტურნირს, 3-დან 8 აპრილის ჩათვლით მალტა უმასპინძლებს.
გიორგი ხიზანიშვილი გაწვრთნილი გუნდი ლიხტენშტაინს, ანდორას და მასპინძელი ქვეყნის 16-წლამდე ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება.
მეკარეები: საბა ასანიძე (ლოკომოტივი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი).
მცველები: გლიბ კატკოვი (ინტერის აკადემია), ალექსანდე კირიკაშვილი (ჩერტანოვო, რუსეთი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), გიორგი ჭეხანი (გაგრა), ნიკა ნათიშვილი (ინტერის აკადემია), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), საბა მარსაგიშვილი (ლოკომოტივი), ნიკა შათირიშვილი (კიოლნი, გერმანია).
ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), ანდრია ქობულაძე (ლოკომოტივი), საბა ხოფერია (დინამო თბილისი), ალბერტ მადოიანი (დინამო თბილისი), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა ჯაბუა (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ბარიხაშვილი (არნედო, ესპანეთი).
თავდამსხმელები: დავით ჩიგოშვილი (ლოკომოტივი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).
3 აპრილი | ლიხტენშტაინი V საქართველო
5 აპრილი | ანდორა V საქართველო
8 აპრილი | მალტა V საქართველო