ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს, რის შესახებ „ნაპოლის“ პრესსასმახური იუწყება. ამის მიზეზი ერთა ლიგის C ლიგის ფინალში თბილისში ბერძნებთან მოგებულ მატჩში მიღებული ტრავმაა, რომლის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი დამატებით დროში შეცვალეს. ამ ეტაპზე უცნობია ნეაპოლელთა სამედიცინოს შტაბი 23 წლის ფეხბურთელს მოედანზე გასვლის უფლებას როდის დართავს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი




