აპოელში ქვილითაიამ და დვალმა გაიტანეს

0
44

აპოელის შემადგენლობაში კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში თავი საქართველო ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელმა – ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა გამოიჩინეს.
აპოელი სტუმრად „ნეა სალამინა“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა. ქვილითაიამ კაპიტნის სამკლავურით 81-ე წუთი ითამაშა და 36-ე წუთზე, როდესაც აპოელი 1:0 იგებდა, ქვილითაიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღო, ორ მცველს გაცდა და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასილმა არაზუსტად დაარტყა. 51-ე წუთზე აპოელმა კუთხური ჩააწოდა და სტუმართა ფეხბურთელმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო კარის შორეულ ძელთან მდგომმა დვალმა ანგარიში კიდევ უფრო გაზრდა. მან ამ სეზონში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
ცნობისთვის, მანამდე ქვილითაიას და დვალს ერთად აპოელის შემადგენლობაში ერთ თამაშში გოლი არასოდეს გაუტანიათ. აპოელი 48 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

ლაშა თაბაგარი