თურქეთის სუპერლიგაში მწვრთნელად დაბრუნების მერე შოთა არველაძემ პირველი მატჩი მოიგო. მე-16 ტურში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი „ქარაგიუმრუქი“ შინ „ქაისერიფორს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. შვედი მარკუს როჰდენის ჰეთ-თრიქის წყალობით მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს, ხოლო შესვენების მერრე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.
შეგახენებთ, რომ არველაძის სამწვრთნელო კარიერაში „ქაისერისფორი“ პირველი გუნდი იყო, რომლის თავკაცადაც დაინიშნა და 2010-2012 წლებში ავარჯიშებდა. „ქარაგიუმრუქი“ 20 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
