ბათუმის „დინამომ“ კიდევ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმელთა რიგებში ნახევარმცველი ლევან ჟორდანია და თავდამსხმელი დავით მუჯირი ითამაშებენ.
ლევან ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟია და გასულ სეზონში „გაგრაში“ გამოდიოდა.
დავით მუჯირი, რომელიც შარშან „შუქურაში“ თამაშობდა ფეხბურთის ფედერაციია ამჟამინდელი გენერალური მდივნის ასევე დავით მუჯირი ვაჟია.
ლაშა თაბაგარი





