კრის უიალდერი „შეფილდ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბრუნდება, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
„შეფილდ იუნაიტედის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პოლ ჰეკინგბოტომი დაითხოვეს, რადგან გუნდს 14 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა.
უაილდერი „შეფილდ იუნაიტედს“ 2016-2021 წლებში ავარჯიშებდა. მისი თავკაცობით შეფილდელები ინგლისის რანგით მესამე დივიზიონიდან ჯერ ჩემპიონშიფში გადავიდნენ, ხოლო შემდეგ – პრემიერლიგაში.
ლაშა თაბაგარი





