„ბორდო“, რომლის რიგებში ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-16 ტურში შინ „ტრუასთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ლეფებვრემ გაიტანა. მასპინძლებს 63-ე წუთზე გაბონელი მცველი ეკომი გაუძევეს. „ბორდო“ 18 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის მე-14 ტურში „ჰათაისფორმა“ „ანთალიასფორი“ მიიღო და გუნდებმა ქულები უხვგოლიან მატჩში გაიყვეს – 3:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევამცველი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მის გუნდი 3:2 იგებდა. „ჰათაისფორს“ 18 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





