სტივენ კენი ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
„ევრო 2024-ის შესარჩევი კამპანიისს გაანალიზების და იმის გათვალისწინებით თუ რამდენად რთულ ჯგუფში ვიმყოფებოდით, დავასკვენით, რომ შედეგს რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მიზნის რეალიზებისთვის აუცილებელი იყო ვერ მივაღწიეთ.
ახლა შესაბამისი დროა ცვლილებებისთვის 2024 წლის მარტსა და ივნისში გასამართი მატჩების წინ, რომლებიც სექტემბერში დასაწყები ერთა ლიგის შემდეგი კამპანიისთვის მოსამზადებლადაა საჭირო“ – ნათქვამია ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.
52 წლის ირლანდიელი სპეციალისტი ეროვნილ გუნდს 2020 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით ირლანდიამ 6 ქულით ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში B ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





