ფიფა/კოკა-კოლას ოქტომბის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პოზიცია სექტემბერთან შედარებით სამი საფეხურით გაუმჯობესდა. ფრანგი ვილი სანიოლის გუნდი განახლებულ რეიტინგში 76-ე ადგილზეა.
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხება, ესპანეთი მე-8 ადგილზეა, შოტლანდია – 34-ე, ნორვეგია – 42-ე, ხოლო კვიპროსი – 124-ე.
რეიტინგს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ვიცეჩემპიონი საფრანგეთია, მესამეზე კი – ბრაზილია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში თბილისში ტაილანდს ამხანაგურ მატჩში 8:0 აჯობა, ხოლო ევროშესარჩევში კვიპროსს – 4:0.





