საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს “აჭარაბეთ არენაზე” მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მანამდე კი მოახლოებული დაპირისპირების შესახებ გუნდის კაპიტანმა საბა ხვადაგიანმა და 18 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ ისაუბრეს.
გაბრიელ სიგუა: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ. სამი ქულა ძალიან გვჭირდება. ტაქტიკურად მზად ვართ. მთავარია ჩვენი თამაში ვაჩვენოთ”.
საბა ხვადაგიანი: “შვედეთი რთული მეტოქეა, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მოწინააღნდეგის სუსტი და ძლიერი მხარეები ვიცით. იმედია გავიმარჯვებთ”.
სამი ტურის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ნაკრებებს ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ.
21-წლამდელების შემადგენლობა:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).
ლაშა თაბაგარი





