შერმადინმა ზედიზედ მეორედ იმარჯვა

0
55

ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა – კანარელებმა მეხუთე ტურში სტუმრად კატალონიაში „ჟირონა“ 79:65 დაამარცხეს.
ტენერიფელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და იოლად მოახერხეს მოგება. გიორგი შერმადინმა 14 წუთი ითამაშა, ამ საასპარეზო დროში კი 7 ქულა მოიპოვა და  მოხსნა შეასრულა.
“ტენერიფე“ 2 მოგებისა და 3 წაგების ბალანსით ლიგა ენდესაში მე-13 ადგილზეა, 22 ოქტომბერს კი შინ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.