„მილანმა“ ახალგაზრდა არგენტინელი დაიმატა

0
54

„მილანმა“ არგენტინელი მცველი მარკო პელეგრინო შეიძინა. 21 წლის ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ის ახალ კლუბში 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მილანელებმა პელეგრინოს სანაცვლოდ არგენტინის „პლატენსეს“ 3,5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო კიდევ 2 მილიონი ევრო ბონუსის სახითაა გათვალისწინებულია. გარდა ამისა, თუ მომავალში „მილანი’ პელეგრინოს გაყიდის, „პლატენეს“ ტრანსფერის თანხიდან 10 პროცენტს მიიღებს.
მიმდინარე წელს პელეგრინომ „პლატენსეში“ 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.