საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, პოლონეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირ “სირენკას თასზე” მეორე შეხვედრა პოლონეთის ასაკობრივ გუნდთან ჩაატარა და 2:4 დამარცხდა.
17-წლამდე ნაკრებიდან პოლონელთა კარში გატანილი გოლები ლუკა წულაიას და ანდრია ხოროიშვილის ანგარიშზეა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ტურნირის დასკვნით მატჩს 24 აგვისტოს უელსს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი – პოლონეთი 4:2 საქართველო
შეგახსენებთ, რომ ჩიტაურის შეგირდებმა პირველი თამაში რუმინელ თანატოლებთან 1:3 წააგო.
მატჩის ოქმი – რუმინეთი 3:1 საქართვ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში წარმოშობით ინგუშმა ფეხბურთელმა ჰალიდ დოლტმურზიევმა ითამაშა, რომელიც ბელგიის “ბრიუგეს” ასაკობრივ გუნდში გამოდის.
17-წლამდელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადებიან. ჯგუფურ ეტაპზე – დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დავუპირისპირდებით. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.




