საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მომგები სამუელ უმტიტი „ლილში“ ითამაშებს.
29 წლის მცველმა ივნისში „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.
უმტიტი „ბარსელონაში“ 2016 წელს „ლიონიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 133 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში ის იჯარით იტალიის „ლეჩეში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით სერია A-ში 25-ჯერ ითამაშა.





