დემეტრაძე “შუქურას” სპორტული დირექტორია

0
66

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდრ ქობულეთის “შუქურას” სპორტული დირექტორი გიორგი დემეტრაძე გახდა. ამის შესახებ ქობულეთელთა პრესსამსახური იუწყება:
“შუქურას” გუნდს გიორგი დემეტრაძე შემოუერთდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, საქართველოს, რუსეთის და უკრაინის ჩემპიონი და სამივე ამ ქვეყნის ბომბარდირი გიორგი დემეტრაძე “შუქურაში” სპორტული დირექტორის ფუნქციებს იტვირთავს.
დემეტრაძის გამოცდილების მქონე პროფესიონალის მოსვლა ძვირფასი შენაძენია ჩვენი კლუბისთვის”.