„ტორპედომ“ „სარაევო“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზეა

0
81

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგაში გამოსვლას განაგრძობს. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიელი სტივ კინის შეგირდებმა ბონიის „სარაევოსთან“ პირველი მატჩი შინ 2:2 დაასრულეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგეს.
შეხვედრის მე-12 წუთზე კერემიმ მარჯვნიდან პასი ქუთაისელთა საჯარიმოში გააკეთა და „ტორპედოს“ მცველის მოგერიებული ბურთი ჟილკიჩს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმი შუაწელში გიორგი არაბიძემ მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ ლაშა შერგელაშვილს, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა თავად შეეძლო, მაგრამ გიორგი ფანცულაიას მისამართით გააკეთა პასი, რომელიც სარაევოელთა მცველმა ჩაჭრა.
თავის მხრივ ანგარიშის გაზრდა „სარაევოსაც“ შეეძლო, რომლის ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე არაბიძემ მარცხენა ფლანგიდან სტანდარტულის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმ მერაბ გიგაურმა თავით გაიტანა – 1:1.
დამატებითი 30 წუთი დაინიშნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში „ტორპედომ“ გაიმარჯვა. ქუთაისელები, რომელთავ კონფერენს ლიგაში დებიუტი აქვთ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის „აქტობეს“ შეხვდებიან – მატჩები 27 ივლისს და 3 აგვისტოს გაიმართება.

„სარაევო“ – „ტორპედო“ (ქუთაისი) 1:1(1:0) (2:4, პენ.)
20 ივლისი. სარაევო. ასიმ ფეჰატოვიჩ ჰასეს სახელობის სტადიონი.
„სარაევო“:
საჰინოვიჩი, ბეგანოვიჩი, ჟელიკოვჩი, ანიჩიჩი, დურაკოვიჩი, ვრანჩიჩი, ბალტა. კერემი, ვარეშანოვიჩი (ავრამოვსკი, 77(, ჟილკიჩი (კ) (იკიჩი, 68), ილივეირა.
მთავარი მწვრთნელი:
მირზა ვარეშანოვიჩი.
„ტორპედო“: კლიაიჩი, მონტეირო, სანდოხაძე, შერგელაშვილი, ქობულაძე, ნადარაია, გიგაური (კ), აკბარი, ბუღრიძე (მანჯგალაძე, 65), არაბიძე, ფანცულაია (კაბალიერო, 65).
მთავარი მწვრთნელი:
სტივ კინი.
გოლი: 1:0 ჟილკიჩი (12). 1:1 გიგაური (90+2)
პენალტების სერია: 0:0 იკიჩი (მეკარე), 0:1 შერგელაშვილი, 1:1 ჩატაკოვიჩი, 1:2 მანჯგალაძე, 2:2 ავრამოვსკი, 2:3 ქობულაძე, 2:3 ბეგანოვიჩი (მეკარე), 2:4 კაბალიერო
გაფრთხილება: ჟილკიჩი (40), ფანცულაია (40), ბუღრიძე (42), გიგაური (44), მანჯგალაძე (84), ბეგანოვიჩი (90)
მთავარი მსაჯი: იონ ორლიცი (მოლდოვა)