საფეხბურთო კლუბი “შუქურა” მწვრთნელებისთვის და ფეხბურთელებისთვის ძველი დავალიანების დასაფარად მზადაა. ამის შესახებ კლუბის ადმინისტრაცია თავის ოფიციალურ წერილში იუწყება:
“ს/კ “შუქურა” მზად არის ფეხბურთელების ძველი სახელფასო დავალიანება დღესვე სრულად დაფაროს, რისთვისაც ფეხბურთელებს დაეგზავნათ შეთანხმებები ხელმოსაწერად.
ამ ეტაპზე რჩება ოთხი მწვრთნელის მიმართ დავალიანებები, რომლებსაც მოთხოვნილი აქვთ საკომპენსაციო თანხა, მაგრამ ვინაიდან ისინი აპრილის თვიდან დასაქმებულები არიან სხვა კლუბში, 2022 წელს ფიფას მიერ მიღებული კანონის 29 – ე მუხლის შესაბამისად, სრული წლის კომპენსაციის გადაანგარიშება უნდა მოხდეს დასაქმების ახალ ადგილზე არსებული ხელფასის გამოკლებით. ამ გადაანგარიშებას დრო სჭირდება, რაც უახლეს მომავალში მოგვარდება და კლუბი ამ ვალდებულებასაც გაისტუმრებს”.





