წყალტუბოს “სამგურალმა” სეზონის განახლებამდე სამი ფეხბურთელი დაიმატა. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:
“წყალტუბოს ,,სამგურალმა” მოსკოვის ,,დინამოდან” 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე დაიმატა.
გიორგი ,,ხიმკის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2020 წელს გადავიდა მოსკოვის ,,დინამოს” დუბლებში, საიდანაც მთავარ გუნდში დააწინაურეს. გიორგი სულაქველიძე ,,სამგურალში” 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
დენის ბალანიუკი ,,სამგურალის” ფეხბურთელია. 26 წლის უკრაინელი ლეგიონერი ჩვენს კლუბში ბულგარული ,,სპარტაკ ვარნადან” გადმოვიდა.
ბალანიუკი ამპლუით ცენტრფორვარდია და სხვადასხვა დროს ,,დნიპროში”, კრაკოვის ,,ვისლაში”, კიევის ,,არსენალში” დონეცკის ,,ოლიმპიკში” მოსკოვის ,,დინამოსა” და ფინურ ,,მარიეჰამნში ” თამაშობდა. ბალანიუკი ,,სამგურალში” 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
წყალტუბოს ,,სამგურალმა” ჩეხური ,,პარდუბიცედან” 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეანდრო მათეუს როდრიგეს ლიმა დაიმატა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი ვინგერი ჩეხეთში გადასვლამდე, სამშობლოში ,,სენ ბერნანდში” თამაშობდა. ლეანდრო ლიმა ,,სამგურალში” 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს”.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





