გიორგი ნიქაბაძე კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:
“გიორგი ნიქაბაძე კარიერას უზბეკეთის სუპერლიგის მესამეადგილოსან ,,ნეფთჩიში” გააგრძელებს. გიორგი ჩვენს გუნდში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და 36 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა”.
მანამდე, 32 წლის ნიქაბაძეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიეტუვას “ბანგაში” და მალტის “გუდია იუნაიტედში” უთამაშია.




