„გენტი“ ჩაკვეტაძეს „უოტფორდში“ ანათხოვრებს

0
122

გიორგი ჩაკვეტაძე მომავალ სეზონს იჯარით ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდში“ გაატარებს. ამის შესახებ ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი უკვე ლონდონშია და კლუბთან ხელშეკრულებას უახლოეს ხანში გააფორმებს. „გენტი“ მზადაა იჯარის ამოწურვის შემდეგ „უოტფორდს“ ჩაკვეტაძე მიჰყიდოს, ცხადია თუ ინგლისურ კლუბს ამის სურვილი ექნება.
ჩაკვეტაძემ „გენტში“ 81 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა. მან გასული სეზონი ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა, სადაც 47 შეხვედრაში 1 გოლი  და 9 საგოლე პასი მიითვალა, გიორგი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 15-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი