თბილისში ევროპის ჩემპიონატის რეკორდი მესამედ გაუმჯობესდა

0
74

საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩზე დამყარებული გულშემატკივართა დასწრების რეკორდი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ისრაელის მატჩზე გაუმჯობესდა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრას 44338 გულშემატკივარი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებულია როგორც ტურნირის ფინალურ, ისე საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა 41887 გულშემატკივარი დაესწრო, ნიდერლანდებთან მესამე ტურის შეხვედრას კი, 43043  გულშემატკივარი.