მიქაუტაძე ლიგა 2-ში წლის აღმოჩენად დაასახელეს

0
110

გიორგი მიქაუტაძემ 2022-2023 წლების სეზონში ნაჩვენები საუცხოო თამაშისთვის კიდევ ერთი ჯილდო მიიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელი საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის აღმოჩენად დაასახელეს. ამის შესახებ მეცელთა პრესსამსახური იუწყება.
განვლილ სეზონში, 22 წლის მიქაუტაძე, საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
მან ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის პრიზი მიიღო.