საქართველოს 21 წლამდე ნაკრების გარემარბ გიორგი გულიაშვილს სჯერა, რომ თანაგუნდელებთან ერთად დასახულ მიზანს მიაღწევს და ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავლენ. მან მან ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ნიდერლანდებთან გასამართ ბოლო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი გულიაშვილი: “ძალიან ახლოს ვართ მიზანთ, რომელიც დასახული გვქონდა. მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და მჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ. განწყობა გუნდში ძალიან ამაღლებულია. ის ემოციები, რაც ბელგიასთან მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეული ფეხბურთელი მზად ვართ თამაშისთვის და ატმოსფერო, რომელიც წინა ორ თამაშზე იყო სტადიონზე იყო, ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის, ვინც გუნდშია, დაუვიწყარი იყო.
გულშემატკივარს დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში ჩვენს გვერდით იყვნენ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ სავსე სტადიონის წინაშე თამაში მოგვიწევს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ“.





