საქართველოს 21 წლამდე ნაკრების კაპიტნის ანზორ მექვაბიშვილის თქმით, ბიჭებს გილშემატკივრების მუხტი და ემოცია გადაედოთ, რაც ბელგიასთან მატჩის შემოსატრიალებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ანზორ მექვაბიშვილი: “პირველ ტაიმში თითქმის ყველაფერში დავიჩაგრეთ, ორთაბრძოლებში, ტაქტიკურად, ვერ ვასრულებდით იმას, რაც დავგეგმეთ. ვღელავდით, არეულები ვიყავით, მაგრამ გასახდელში ვილაპარაკეთ, ვთქვით, რომ ჩვენს გამო ბევრი ადამიანი იყო სტადიონზე მოსული. ბიჭებს მათგან ემოცია და მუხტი გადმოგვედო.
მატჩის შემდეგ, ქომაგებთან ტრადიციული რიტუალის შესრულებისას, თვალზე ცრემლი მომადგა. არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და ქომაგი სახლში დამწუხრებული არ გავუშვათ
ვფიქრობ, ასეთი პირველი ტაიმის შემდეგ ქულაც კარგი შედეგია. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც წამით არ გაჩერებულან მთელი თამაშის განმავლობაში“





