თორნიკე შენგელია გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში

0
71

საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ბოლონიას “ვირტუსმა” იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში “მილანს” დამაჯერებლად, 85:66 სძლია და ანგარიში გაათანაბრა – 3:3.  „ვირტუსმა“ პირველი პერიოდი 4 ქულით წააგო, მაგრამ შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვება არ გასჭირვებია.
წინა შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად თოკო პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა-დაფარება შეასრულა.
ბოლონიელთა რიგებში აგრეთვე მარკო ბელინელი (14 ქულა), დანიელ ჰაკეტი (13), აიზეა კორდინიერი (13) და მოჰამადუ ჟაიტე (11) გამოირჩნენ.
იტალიის ჩემპიონის ვინაობას ფინალური სერიის გადამწყვეტი მეშვიდე მატჩი გაარკვევს, რომელიც 23 ივნისს მილანში გაიმართება.