ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდა გრემ პოტერი დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მის ნაცვლად დროებითი თავკაცის მოვალეობას ბრუნო სალტორი შეასრულებს.
47 წლის პოტერი „ჩელსის“ სათავეში 2022 სექტემბერში თომას ტუხელის ნაცვლად ჩაუდგა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე, ის „ბრაიტონს“ წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 31 მატჩიდან 12 მოიგო, 11 წააგო და 8 ფრედ დაასრულა. ამჟამად, „ჩელსი“ 28 ტურში დაგროვებული 38 ქულით ინგლისის პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა. ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში არიან, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან.
პოტერი მიმდინარე სეზონში მე-13 მწვრთნელი აღმოჩნდა, რომელმაც პრემიერლიგაში სამსახური დაკარგა. ეს ნახსენები ტურნირის ახალი რეკორდია. მაანმდე. ყველაზე მეტი (10) მწვრთნელი 2013-2014, 2017-2018 და 2021-2022 წლების სეზონებში დაითხოვეს.




