მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო დაპირისპირებაში “ლივერპულთან” მისმა გუნდმა სწორედ ის თამაში აჩვენა, რომელიც სურდა.
მადრიდელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 5:2 მოიგეს, ხოლო შინ მეტოქეს 1:0 აჯობეს.
“ჩემი აზრით დასახულ ამოცანას თავი კარგად გავართვით. თავს ძალიან უკნიდან არ ვიცავდით და ბურთის გაკონტროლებას ვცდილობდით. საგოლე მომენტებიც შევქმენით და უკანა ხაზში საიმედოდ ვმოქმედებდით. ეს სწორედ ის თამაშია, რომლის ჩვენება გვსურდა.
მეტოქეს მაღალი პრესინგი ძვირად დაუჯდა. ასეთი თამაშის დროს მოდრიჩი და კროსი ძალიან კარგად მოქმედებენ.
გუნდი მწყობრში იყო, მაგრამ შეცვლები შეცვლებისთვის გავაკეთე. ფეხბურთელები იმიტომ შევცვალე, რომ მატჩის მიწურულს ტემპის შენელება მსურდა. ჩვენ ყოველ წუთში კარგად ვთამაშობდი. ყოველთვის კონცენტრირებულნი ვიყავით. არ გაგვირისკავს. საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ” – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.





