ზესტაფონმა ქუთაისს თბილისში მოუგო

0
24

ზესტაფონში გადაბარგებამდე, “მარგვეთი” თბილისში ყოჩაღობს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უშუალო კონკურენტი, ამჟამად ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი, თუმცა დიდი ალბათობით, ბევრად შორს წამსვლელი “ქუთაისი” დაამარცხა. ქუთაისი, ტიტები, მარგვეთი – ამ რეალობაში ეს 3 გუნდი იბრძვის საიმისოდ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასვლა აირიდოს და უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციო ბატალიები არ დასჭირდეს. ქუთაისი 2 მეტოქეზე ქულით წინ იყო და მარგვეთმა დღევანდელი გამარჯვებით ტიტებს გაასწრო და ქუთაისელებს გაუთანაბრდა.
რის ხარჯზე მოიგო მარგვეთმა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – სამქულიანებით. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 17 შორი სროლა ჩააგდო, რითაც ქუთაისი, რომელიც პირველ ნახევარში მეტოქეს ტოლს არ უდებდა, წელში გატეხა. ტიბიას ჰოვარდმა 3-ში 3 სამიანი ჩააგდო, ზაკ უოლტონმა 9-დან 5. ერთი სიტყვით, თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, როცა მარგვეთელებმა მიზანი საბოლოოდ გაისწორეს, ქუთაისმა უშანსოდ წააგო.
საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, რომ მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. მარგვეთმა ქუთაისი 93:74 დაამარცხა და ახლა ორივე გუნდს 6-6 მოგება აქვს. მარგვეთში უოლტონი იყო საუკეთესო – 22 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი. 17-17 ქულა დააგროვეს მარქუს გილსონა და ოთო ბულიავამ. ტობიას ჰოვარდის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 22 ქულით ეროვნული ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. 12 ქულა ჯარვის რეიმ მიითვალა.

გუნდი მ/წ
1. ოლიმპი 12/3 27
2. რუსთავი 11/4 26
3. კაკტუსი 9/7 25
4. კავკასია 10/5 25
5. თსუ 8/8 24
6. გურჯაანის დელტა 8/8 24
7. ბათუმი 8/7 23
8. მარგვეთი 6/10 22
9. ქუთაისი 6/9 21
10. ტიტები 5/10 20
11. ვერა 2/14 18