“სამგურალში” იაპონელი ჩაირიცხა

0
62
26 წლის იაპონელი ნახევარმცველი ტაიკი კაგაიამა წყალტუბოს ,,სამგურალში” ითამაშებს.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
სამგურალის ახალწვეული იაპონური ,,JFA აკადემიის” აღზრდილია. სამშობლოში ,,კანსაი უნივერსიტეტის” ღირსებას იცავდა.
2018 წლიდან მან საფეხბურთო კარიერა ფინურ ,,მუსაში” გააგრძელა, მალევე ის ფინურ კპვ- ში გადავიდა.
2020 წელს კაგაიამა ფინეთის ,,ინტერ ტურკუს” ფეხბურთელი გახდა. სადაც 2 სეზონის განმავლობაში ჩემპიონატსა და თასზე 55 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 2020-2021 წლებში ,,ინტერ ტურკუს” რიგებში გახდა ფინეთის ვიცეჩემპიონი და ფინეთის თასის ფინალისტი.
მან  ევროპის კონფერენს ლიგის საკვაკიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრაში ითამაშა. ტაიკი კაგაიამა ბოლოს მალაიზიის სუპერლიგის კლუბ ,,საბაჰში” ასპარეზობდა, სადაც 23 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.