ბექა მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში „ნიუკასლ ჯეთსის“ მაისურით ავსტრალიის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
მე-14 ტურში ნიუკასლელები, სადაც მიქელთაძესთან ერთად ნახევარმცველი ბექა დარცმელია გამოდის, შინ „ბრისბენ როარს“ შეხვდნენ და 4:0 გაიმარჯვეს.
ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე როდესაც მისი გუნდი იგებდა, დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა კარში შევარდნამდე. მიქელთაძე 85-ე წუთზე შეცვალეს.
დარცმელია სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. “ნიუკასლი” 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
