ჩრდილოეთ მაკედონიელი დაშმირ ელიზის ტრანსფერი ქუთაისის “ტორპედოში” დროებით შეჩერებულია.
ამის შესახებ ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“გულშემატკივართა დიდი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს გაცნობოთ, რომ „ტორპედოსა“ და „შკენდიას“ ხელმძღვანელთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაშმირ ელიზის ტრანსფერი დროებით შეჩერებულია.
ამ ეტაპზე, მხარეები თანხმდებიან, რომ ფეხბურთელის მიერ მოკლე პერიოდში მამისა და ბაბუის დაკარგვის გამო, ჩრდილოეთ მაკედონიის დატოვება არამიზანშეწონილია.კლუბებს შორის მოლაპარაკება დაშმირ ელიზის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის მაისის თვეში განახლდება”.




