ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე წელს გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ავსტრიელებმა ამხანაგური შეხვედრა ლიხტენშტაინის „ვადუცთან“ ჩაატარეს და 2:1 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა პირველი ტაიმი ჩაატარა და მე-11 წუთზე, როდესაც გრაცელები 1:0 იგებდნენ მეტოქის კარი აიღო – საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
