„ნაპოლის“ და კვარაცხელიას პირველი მოგება ახალ წელს

0
62

„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, წელს იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი მოიგო. მე-17 ტურში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად გენუას „სამპდორიას“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი დაჰყო.
მატჩის დაწყებიდან ორ წუთში მასპინძელთა მცველი თავის საჯარიმოში ზამბო ანგისას ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. პოლიტანომ თერმეტმტერიანი შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მე-19 წუთზე მარიო რუის ძალიან კარგი პასის შემდეჰ ოსიმჰენმა ანგარიში გახსნა. გოლის გატანიდან ორ წუთში ნეაპოლელთა კონტრშეტევის დროს კვარაცხელია „სამპდორიას“ მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა კარგად ვერ დაარტყა და აუდერომ  ბურთი მოიგერია.
ამის შემდეგ კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაამწვავა ვითარება, როდესაც ჩვეულ სტილში მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს დიდი მანძილით აცდა.
39-ე წუთზე ტომას რინკონმა ნეაპოლელთა ცენტრფორვარდი ოსიმჰენი მოცელა და მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
შეცვლამდე კვარაცხელიას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდნ შეჭრილმა მიიღო, მაგრამ “ცაციათი” შორეულ კუთხეში არაზუსტად დაარტყა.
82-ე წუთზე „სამპდორიას“ მცველმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ელმასიმ გაიტანა.
„ნაპოლის“ 44 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.