დავითაშვილი და მიქაუტაძე საფრანგეთის თასიდან გავარდნენ

0
23

„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის თასზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა.
ჟირონდელები 1/32-ფინალში შინ ლიგა 1-ის ერთ-ერთ ლიდერ „რენს“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც შეხვედრაში სამივე გოლი გასული იყო.
დავითაშვილის მსგავსად თასს დაემშვიდობა „მეციც“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის.
მეცელები გასვლაზე ლიგა 1-ის „ლიონს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით წააგეს – 1:2. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი მიქაუტაძე მოედანზე პირველი წუთიდან გახლდათ და 61-ე წუთზე შეცვალეს.