იტალიის პოპულარული გამოცემა “ლა რეპუბლიკას” ინფორმაციით პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა მომავალი წლის ზაფხულიდან ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს. გაზეთის ცნობით რომში ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგეში ჩავა და “რომას” ამჟამინდელ დამრიგებელთან მოლაპარაკებას გამართავს.
როდრიგეში და მოურინიო სავარაუდოდ წინსწარ შეთანხებას მიაღწევენ, სეუ ჟოზე “რომაში” სეზონის ბოლომდე დარჩება და პენტაკამპეონებს მომავალი წლის ივნისიდან ჩაუდგება სათავეში.





