ტიტეს მიაჩნია, რომ კამერუნის მის გუნდს ეფექტურად თამაშობდა და მატჩის მოსაგებად საჭირო გოლი გაიტანა. ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კამერუნელებთან 0:1 წაგების მერე განაცხადა.
„კამერუნის დამსახურება ისაა, რომ გოლი გაიტანა და მატჩი მოიგო. ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ – ერთად ვემზადებით, ერთად ვიგებთ, ერთად ვაგებთ, ხოლო მწვრთნელის გუნდის სპიკერი და შედეგზე ერთ-ერთი პასუხისმგებელია.
კამერუნის უპირატესობა ის იყო, რომ ეფექტურად მოქმედებდნენ და ვერტიკალურად გამოიყურებოდნენ.
წაგება მტკივნეულია და ასეც უნდა იყოს. ეს ცხოვრების ნაწილია. თუმცა, ფეხბურთი და მეტოქეობა მეორე შანსს მას მერეც გაძლევს, როდესაც საწყის 2 თამაშს მოიგებ“ – ციტირებს ტიტეს ბრაზილიური პრესა.
