ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

0
44

„კოპენჰაგენი“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
დანიელებმა პლეი-ოფის პირველი შეხვედრა შინ თურქეთის ჩემპიონთან 2:1 მოიგეს, ხოლო ტრაბზონში გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ნაკრების მცველმა ორიცე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ხოჭოლავას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაში დონეცკის „შახტარის“ მაისურით უკვე ჰქონდა, ხოლო ამჯერად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირში „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ 1995 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არცერთი თურქული გუნდი ითამაშებს.
ამასთანავე, 2007 წლის შემდეგ პირველად, ორივე გლაზგოური კლუბი – “რეინჯერსი” და “სელტიკი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში იასპარეზებს.