ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ტურის სიმბოლურშია

0
189

საქართველოს ნაკრებისა და ნეაპოლის “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის ავტორიტეტულმა ინტერნეტ-პორტალებმა დაასახელეს.
სტადიო მარადონაზე“ გამართულ მეორე ტურის შეხვედრაში „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა „მონცას“ კარი ორჯერ აიღო და გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:0) დიდი როლი ითამაშა. 21 წლის კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში sofascore-მაwhoscored-მა და goal Italia-მ შეიყვანეს.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ზედიზედ მეორე დაასახელეს სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
“ნაპოლი”, რომელიც 6 ქულით, გატანილი 9 და გაშვებული 2 გოლით სატურნირო ცხრილის სათავეშია, სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრას 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციაში “ფიორენტინასთან” ჩაატარებს.