ხოჭოლავა ისევ არ ათამაშეს

0
46

დავით ხოჭოლავას მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგაში ჯერ არ უთამაშია. მე-2 ტურში „კოპენჰაგენი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის, სტუმრად „ვიბორგს“ შეხვდა და 2:4 დამარცხდა.
თუ პირველ ტურში ხოჭოლავა დანიის მოქმედი ჩემპიონის განაცხადში არ იყო, ამჯერად თადარიგში მოხვდა, თუმცა მოედანზე არ გასულა.
„კოპენჰაგენი“ 3 ქულით 12-გუნდიან სუპერლიგაში მე-8 ადგილზეა.
ესტონეთის ჩემპიონატში „ლევადიამ“ მორიგი მატჩი მოიგო. ტალინელებმა შინ „ლეგიონი“ მიიღეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მასპინძლებში ზაქარია ბეგლარიშვილი როგორც ყოველთვის აქტიურობდა და ამჯერად თუ გოლი ვერ გაიტანა, საგოლე პასი გააკეეთა. ქართველის გადაცემის შემდეგ 89-ე წუთზე რუუსნუპმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.