დავით ხოჭოლავამ დანიის სუპერლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა. “კოპენჰაგენის” პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ტრავმირებულია და თანაგუნდელებს ამიტომ ვერ ეხმარება.
დანიის ჩემპიონატის მეორე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა “კოპენჰაგენმა” სტუმრად “ოლბორგს” 3:1 სძლია და ხოჭოლავა განაცხადში არ იყო. გამარჯვებულებიდან პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე ანგარიში კლაესონმა გახსნა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 79-ე წუთზე სტუმრებიდან გოლი გონსალვეს სოუზამ გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე მასპინძლებიდან თავი იოჰანესონმა გამოიჩინა.





