„ბარსელონა“ „ვილიარეალიდან“ მცველ პაუ ტორესის შეძენა სურს. ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიელებმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველის თაობაზე „ყვითელ წყალქვეშა“ ნავს უკვე მიმართეს და მზად არიან 45-დან 50 მილიონ ევრომდე გადაიხადონ. „ვილიარეალს“ თანხა სჭირდება და ამიტომ, მზადაა პაუ ტორესი გაყიდოს, მით უმეტეს თავად ფეხბურთელს „ბარსაში“ გადასვლა უნდა. ამასთანავე, კატალონიელები მზად არიან პაუ ტორესში ფულის გადახდის გარდა, „ვილიარეალს“ აბდე ეზალზუი დაუთმოს.
პაუ ტორესმა გასულ სეზონში „ვილიარეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 46 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
